|
2020-03-05 01:09:19, 1797 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მ.შ-ი ჰომოფობიური და სექსისტური განცხადებები
აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი მოვალეობის შემსრულებელი სოციალურ ქსელებში LGBT- თემის მიმართ ჰომოფობიური შინაარსის გზავნილებით გამოირჩევა. ასევე ის სექსისტური გზავნილების ავტორიცაა.- ინფორმაციას ტელეკომპანია 25-ე არხი ავრცელებს. გიორგი ამბაზაძე სექსუალური უმცირესობი მიმართ სიძულვილის ენას იყენებს და თემის დისკრედიტაციას ცდილობს. აბაზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არც სექსისტური შინაარსის პოსტებს ერიდება. როგორ შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი LGBT- თემის გაშუქებისას ბალანსის დაცვას? ვკითხეთ მაუწყებლის დირექტორის მოადგილეს. ვახო ხუზმიაშვილი სიძლვილის ენას და ჰომოფობიას ემიჯნება, თუმცა ფაქტზე რეაგირების მოხდენას არ აპირებს. „თუ ვინმეს სექსუალური ორიენტაციის გამო, რაიმე სახით შეურაცხყოფას აყენებენ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორ შეიძლება ჰომოფობები მომწონდეს, მაგრამ კოლეგის შემფასებლად ვერ გამოვდგები“ - ამბობს ვახო ხუზმიაშვილი ჩვენთან საუბრისას. გიორგი აბაზაძე TV25.GE-ს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს . საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსში ვკითხულობთ, მაუწყებლის თანამშრომელი ვალდებულია: სამართლიანად გავაშუქოთ ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან დაკავშირებული თემები.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)