|
2020-03-04 22:47:39, 1634 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია იტალიის ელჩისგან მიიღო
იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ენრიკო ვალვოს შეხვდა და ინფორმაცია პირადად მისგან მიიღო. „როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ერთ-ერთ ქართველ მოქალაქეს, რომელიც ამჟამად იმყოფება იტალიაში დაუდგინდა კორონავირუსი. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან. ცოტა ხნის წინ დამთავრდა შეხვედრა იტალიის ელჩთან, სადაც მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ქართველი პაციენტი მკურნალობას გადის რომის ერთ-ერთ საუკეთესო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია იტალიის საელჩოსთან, საიდანაც მივიღებთ ინფორმაციას ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრაზე დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის რომის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. ენრიკო ვალვოს თქმით, იტალიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს პაციენტის დროული გამოჯანმრთელებისთვის. “ახლახან შევიტყვეთ, რომ ვიტერბოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქართველი სტუდენტი, პოზიტიური გამოდგა ტესტზე. სტუდენტი გოგონა რომის პალანცონის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც არაერთი კორონავირუსით დაავადებული ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რა თქმა უნდა ამ ამბის შემდეგ უნივერსიტეტი დროებით დაიხურა და იქ სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ ქართველი სტუდენტი მალე გამოჯანმრთელდება და ვენდობით ჩვენი მედპერსონალის გამოცდილებას”, - აღნიშნა იტალიის ელჩმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და იტალიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა, როგორც თავად პაციენტთან, ასევე მის ოჯახის წევრებთან და კლინიკის ხელმძღვანელობასთან.
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)