13:09 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-04 10:09:59, 979 ნახვა

საზოგადოება
„ავერსის კლინიკაში“ ტვინის ღრმა სტიმულაციის (DBS) ოპერაციები ჩატარდება

4 მარტს 11:00-ზე „ავერსის კლინიკის“ ცენტრალური ფილიალის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მოხდება  „ავერსის კლინიკის“ ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძის მიერ პირველად საქართველოში განხორციელებულ  ტვინის ღრმა სტიმულაციის ქირურგიული ოპერაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  და ამ ოპერაციის ამსახველი ვიდეო მასალის  ჩვენება.

ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) გულისხმობს მცირე ზომის მოწყობილობის განთავსებას გულმკერდის მიდამოებში, კანის ქვეშ, რომელიც ელექტრონული იმპულსების ტვინში გაგზავნით ბლოკავს ტვინის იმ ბრძანებებს, რომლებიც იწვევენ მოძრაობის დარღვევას და იძლევა მათი კონტროლის საშუალებას.

ტვინის ღრმა სტიმულაცია აუმჯობესებს პარკინსონით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხარისხს. ეს ოპერაცია ტარდება იმ პაციენტებისთვის, ვის შემთხვევაშიც მედიკამენტური მკურნალობით ვეღარ ხერხდება დაავადების გამოვლინებების სრულფასოვანი კონტროლი.  ტვინის ღრმა სტიმულაცია გამოიყენება პარკინსონის დაავადების ისეთი სიმპტომების სამკურნალოდ, როგორიცაა ტრემორი (კანკალი), აკინეზია (მოძრაობის მკვეთრი შენელება) და კუნთების რიგიდობა (პათოლოგიური დაჭიმულობა). ოპერაციის შედეგად დაავადების სიმპტომები  მნიშვნელოვნად უმჯობესდება, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს ბევრად დამოუკიდებელი გახდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics