11:56 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-03 12:00:14, 1032 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, ხერგიანისა და მაისურაძის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მათ შორის, საგზაო სამუშაოები ხერგიანის ქუჩაზე და მაისურაძის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე ხორციელდება.

სამუშაოების შედეგად, ხერგიანის ქუჩაზე დაახლოებით, 3 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი იგება, ეწყობა ფეხით საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები.  აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 195 665 ლარია გათვალისწინებული.

მაისურაძის ქუჩის მონაკვეთზე კი საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 4 422 კვ.მ ფართობზე ხორციელდება, იგება ორი ფენა ასფალტის საფარი, ეწყობა ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.  სამუშაოებისთვის 281 591 ლარია გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics