11:56 - 28 Jul, 2026
|
2020-03-02 16:37:21, 1568 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, ეროვნულმა გალერეამ გამოფენის გახსნა გადადო
კორონავირუსის გავრცელებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, ეროვნულმა გალერეამ გამოფენის გახსნა გარკვეული დროით გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული გალერეა ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენის გახსნის ახალ თარიღებს დამთვალიერებლები ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეიტყობენ. „ძვირფასო ჟურნალისტებო, დამთვალიერებლებო და ხელოვნების მოყვარულებო. კორონავირუსის გავრცელებისაგან თავის დაზღვევის მიზნით, ეროვნულმა გალერეამ გადაწყვიტა გარკვეული დროით გადადოს გამოფენის გახსნა. მადლობას გიხდით ინტერესისათვის და ახალ თარიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეგატყობინებთ“, - ნათქვამია ეროვნული გალერეის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)