|
2015-08-02 15:41:07, 621 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალმთიან აჭარაში შუამთობის სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა, რის გამოც მთის კანონი მიიღეს. " ძალიან მიხარია, რომ 21-ე საუკუნეში ეს ტრადიცია არ ჩერდება და ყოველწლიურად აღვნიშნავთ ბეშუმობას. მთელი გულით ვუერთდები თქვენს სიყვარულს. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო, აჭარლების და მაღალმთიანი აჭარლების განსაკუთრებული კეთილშობილება. ვიცი, რომ გამორჩეული ადამიანები ხართ. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სწორედ, მთის გაძლიერება და შენარჩუნებაა. ჩვენი მთავრობის დაპირება იყო მთის კანონის მიღება, იქ არის გაწერილი მთელი სოციალური შეღავათები, ეს არის პენსიების მატება მთაში და ასევე მასწავლებელთათვის სპეციალური შეღავათები. აქ ბიზნესის წარმოება იქნება აბსოლუტურად გათავისუფლებული. მთელი რიგი შეღავათებია გაწერილი.ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მთაში შევინარჩუნოთ, დავამაგროთ ადგილზე ხალხი",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)