|
2020-03-01 19:21:09, 1723 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო სივრცეებში იმყოფება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი ინფექციურ დაწესებულებებშია მოთავსებული, 117 პირი კი საკარანტინო სივრცეებში იმყოფება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 85-მა ადამიანმა სამედიცინო დაწესებულება დატოვა და მათი ნაწილი თვითიზოლაციაში ყოფნას განაგრძობს. „ქვეყნის მასშტაბით, 41 ადამიანი იმყოფება ინფექციურ დაწესებულებებში. იცით თქვენ, რომ აქედან სამი შემთხვევა არის დადასტურებული და გადიან ეს ადამიანები შესაბამისი მკურნალობის კურსს. საკარანტინო დაწესებულებებში არის 117 ადამიანი მოთავსებული, ხოლო 85-მა ადამიანმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, გაიარა კვლევები. თუმცა ამ 85-დან გარკვეული რაოდენობის ადამიანს აქვს თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიცემული. თვითიზოლაციის რეკომენდაცია გულისხმობს ასევე იმას, რომ შესაბამისი სამსახურები, ეპიდემიოლოგიური და დაავადებათა კონტროლის შესაბამისი სამსახურები ახდენენ მუდმივ მონიტორინგს მათ საცხოვრისთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის დაცული იზოლაციის პირობები“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)