|
2015-08-02 14:37:45, 653 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის სამუზეუმო–საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება
ბოლნისის სამუზეუმო–საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდება. აღნიშნულ საკითხზე ხვალ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ბრიფინგი გამოცხადდება. „კონკურსი ეროვნული მუზეუმის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ კონცეფციასა და ტექნიკურ დავალებაზე დაყრდნობით გამოცხადდება. ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცე ყაჩაღიანის ობიექტზე აღმოჩენილი მასალებისა და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების ბაზაზე შეიქმნება. მისი ძირითადი ფუნქციები იქნება არტეფაქტების კვლევა და კონსერვაცია; გამოფენები (როგორც მუდმივმოქმედი, ასევე დროებითი); საზოგადოებრივი განათლება; რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, საუკეთესო საკონკურსო წინადადებას სპეციალური კომისია გამოავლენს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალტეტის, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. გამარჯვებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნისთვის საჭირო თანხას კომპანია “RMG Gold” გაიღებს - კომპანია დეტალური პროექტის წარდგინების შემდეგ პროექტის განხორციელებას (მშენებლობას) სრულად დააფინანსებს. დაინტერესებულ ადგილობრივ, თუ საერთაშორისო კომპანიებს კონკურსში მონაწილეობის მიღება და საკონკურსო წინადადების წარდგენა 2015 წლის 15 სექტემბრამდე შეეძლებათ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)