09:38 - 28 Jul, 2026
|
2020-02-29 18:52:25, 2432 ნახვა
საზოგადოება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველაზე დიდი საკარანტინო ზონა იხსნება
რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონად მოწყობა დაიწყო, ამის შესახებ "მთავარ არხს" კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა. მისი თქმით, საავადმყოფოში მყოფი პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს,დარჩენილი პაციენტებისგან საავადმყოფოს სრულ დაცლას კი ხვალისთვის გეგმავენ. "რესპუბლიკური საავადმყოფო იქნება ერთ-ერთი იმ საკარანტინო ზონებიდან, რომელიც გამოყოფილია საქართველოში კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით. რადგანაც ჩვენთან თავს მოიყრის ისეთი პაციენტები, რომლებსაც შესაძლოა დაკვირვების შედეგად აღმოაჩნდეთ კორონავირუსი, ამიტომაც გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოში არსებულ პაციენტთა კონტიგენტი მთლიანად იქნეს გაყვანილი, საფრთხოს თავიდან აცილების მიზნით", - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)