2020-02-29 09:59:46, 2817 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული გ.ბ. დუშეთში დააკავეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.
მათი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.-მ ყოფილ მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,