|
2015-08-02 11:02:25, 516 ნახვა
საზოგადოება
ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ დასრულდა
რიგით მე-13 ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ დასრულდა. თბილისმა 50 ქვეყნის 2,334 სპორტსმენს უმასპინძლა. ფრენბურთელები, ხელბურთელები, ძიუდოისტები, კალათბურთელები, მოცურავეები, ჩოგბურთელები, ტანმოვარჯიშეები, ველომრბოლელები და მძლეოსნები 6 დღის მანძილზე ოლიმპიური მედლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ. „თბილისი 2015“–ზე,პირველი ადგილი რუსეთმა დაიკავა, მათ ჯამში 36 მედალი მოიპოვეს, აქედან 16 ოქროს, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი. მეორე ადგილზე იტალია გავიდა. მათ ჯამში 24 მედალი აიღეს – 12 ოქროს, 2 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს. მესამე ადგილზეა საფრანგეთი, 22 მედლით. მათ 9 ოქროს მედალი აიღეს, 5 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს. მეოთხე ადგილი უნგრეთმა დაიკავა. ჯამში 23 მედალი აიღეს, აქედან 9 ოქროს, 3 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს. მეხუთე ადგილზეა სლოვაკეთი 16 მედლით – 5 ოქროს, 6 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს. მეექვსე ადგილზე, 7 მედლით მოლდოვა გავიდა. მათ 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი აიღეს. მეშვიდე ადგილზეა დიდი დიდი ბრიტანეთი. მათ ჯამში 20 მედალი აიღეს, აქედან 4 ოქროს, 8 ვერცხლის და 8 ბრინჯაო. მერვე ადგილი ესპანეთმა დაიკავა. მათ ჯამში 17 მედალი აიღეს – 4 ოქროს, 7 ვერცხლის და 6 ბრინჯაო. მეცხრე ადგილზეა ნიდერლანდები. 15–დან 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი აიღეს. 50 ქვეყნიდან საქართველომ მეათე ადგილი დაიკავა. ქართულმა დელეგაციამ ჯამში 10 მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. ათი მედლიდან 9 ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)