|
2020-02-28 13:18:46, 984 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამა „გაზი ყველა სოფელს“ გრძელდება. სოფელ გრაკალში ცენტრალური მაგისტრალის გაყვანის და საუბნო დაქსელვის სამუშაოების შემდეგ, დაიწყო მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. სოფელში, რომელშიც 160 ოჯახამდე ცხოვრობს პირველი გაზქურა უკვე აინთო. მოსახლეობის გამრიცხველიანება ეტაპობრივად, უბნების მიხედვით მიმდინარეობს. გამრიცხველიანების სამუშაოები მალე სოფელ დოესშიც დაიწყება - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დოესის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ოხანაშვილმა. კასპის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოებს წლებია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ და გაზის კომპანია „სოკარ ჯორჯია“ ახორციელებენ. პროცესი გაგრძელდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფამდე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)