08:26 - 28 Jul, 2026
|
2020-02-28 13:02:13, 905 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის გამგეობამ მეტრეველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
დიდუბის რაიონის გამგეობამ მეტრეველის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. აღნიშნულ ქუჩასთან ერთად, ოთხი შიდა ეზოს მოწესრიგებაც იგეგმება. სამუშაოების ფარგლებში, როგორც სამანქანო გზაზე, ასევე, ტროტუარზე ასფალტის დაზიანებული ფენა და ბორდიური იხსნება. ასფალტის დემონტაჟის შემდგომ გათვალისწინებულია საფუძვლის მოწყობა და 4 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგება. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყოფა. მეტრეველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)