|
2020-02-28 11:37:48, 986 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
„კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად დამაკმაყოფილებელია“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს ლაბორატორიული კვლევა ყოველდღე უტარდება და ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს. „ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დღესაც სტაბილურად დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს. ყოველდღიურად კეთდება ლაბორატორიული კვლევა, გუშინდელი კვლევებითაც სიტუაცია სტაბილურია, ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ აქვს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუს საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)