|
2020-02-28 11:21:46, 1033 ნახვა
საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 28 პაციენტი იმყოფება, 6 პირი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკვე გამოკვლეულ 11 პაციენტს შორის კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა, ხოლო ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი დანარჩენი პაციენტების ანალიზის პასუხები ცნობილი დღეს გახდება. „ჩვენთან უკვე 28 პაციენტი წევს. გუშინ ცენტრი დატოვა ექვსმა პაციენტმა. ისინი გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. შემოვიდა 17 პაციენტი, საიდანაც კვლევა ჯერჯერობით 11 მათგანს ჩაუტარდა. 11 პაციენტის პასუხი უარყოფითია, დანარჩენი ტესტები, რომლებიც დღის მეორე ნახევარში დაიწყო და კეთდება ალბათ, დღეს დილისთვის ან შუადღისთვის იქნება ცნობილი. ჩვენს სტაციონარში სიტუაცია სტაბილურია. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის იმ ექვს პაციენტთაგანია, რომლებიც გავუშვით ბინაზე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)