2020-02-27 23:52:57, 3266 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ ის სასტიკადაა ნაცემი
გაერთიანებული ოპოზიციის წევრს ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. ის ამ წუთებში კლინიკა "ლანცეტში" იმყოფება. კუპრავა თავდასხმას მის აქტივობებს უკავშირებს. ის ამბობს, რომ თავდამსხმელებს არ იცნობს.
"მანქანიდან რომ ჩამოვედი, ორი ბიჭი მოვიდა, ვითომ რაღაცის კითხვა უნდოდათ და შემომასხეს სახეზე რაღაც გაურკვეველი ნივთიერება, დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე და იმის მერე სახეში მირტყეს ფეხები. ცხადია, ეს არის გახარიას და მისი ზონდერ კამანდის მოწყობილი ჩემი აქტივობებისთვის" - უთხრა კუპრავამ მთავარ არხს.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,