11:17 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:52:29, 1037 ნახვა

ეკონომიკა
სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020"   საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების  მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა.

სელიმ ჩაკირის თქმით,  საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.

 „ფინანსური სექტორი საქართველოში  წარმატებულია,  ეს ჯანსაღი სტრუქტურაა, კარგი ზედამხედველობით.  პარლამენტის მიერ  ახლახანს მიღებული სარეზოლუციო-კანონი კიდევ უფრო ძლიერს ხდის ფინანსურ სექტორს. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და  ამასთან ძალიან კარგად მოახდინა ექსპორტის  დივერსიფიკაცია. იმედია ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ საჭიროა  ეკონომიკური ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სერვისისა და წარმოების სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობისთვის  დღეს განათლების სფერო პრიორიტეტულია,   საბოლოო ჯამში ეს პროცესი  ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებას“, - აცხადებს  საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics