|
2020-02-25 19:05:23, 2027 ნახვა
საზოგადოება
მარია ზახაროვა - ქართველი ჟურნალისტები თავს დამესხნენ
სერგეი ლავროვის პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ჟენევაში, რუსეთის დელეგაციის და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მარია ზახაროვა შეურაცხმყოფელ მიმართვას საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს, სადაც ქართველ ჟურნალისტებს „ყოველგვარ ღირსება დაკარგულ“ ქალებად მოიხსენიებს. ზახაროვა ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც ქართველი ჟურნალისტები რუსეთის დელეგაციას თავს დაესხნენ ის და მისი კოლეგა დაშავდნენ. „ქართველი ჟურნალისტები ჟენევაში, რუსეთის დელეგაციას თავს დაესხნენ. გავლა შეუძლებელი იყო. ყვიროდნენ ხელს გვკრავდნენ, ინტერვიუს ჩასაწერად მინისტრამდე მისვლას ცდილობდნენ . ხელით გაწევა მოგვიწია , ყოველგვარ ღირსება დაკარგული ქალების, რომ გავლა შეგვძლებოდა. იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო, საცოდავი სანახაობა იყო. მე და ჩემი კოლეგები დავშავდით, მაგრამ შეფი არა. ყველაზე ცუდად, მათზე მათივე საქციელი მეტყველებს, ლავროვს რუსულად უსვამდნენ კითხვებს ხოლო ინგლისურად მიმართავდნენ დანარჩენებს, იძახდნენ "don't touch me ", რაც სააკაშილის სტილზე მიგვანიშნებს", - წერს მარია ზახაროვა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)