|
2015-07-31 21:03:21, 496 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს „INL“-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ევროპისა და აზიის საგარეო ურთიერთობათა ოფიცერ ჯანელ კუროდას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორ მერაბ მალანიას შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ დირექტორის მოადგილე ვასილ რევიშვილი, თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსი ოთარ ჩაჩუა, ამავე დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამის თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს, განიხილეს განხორციელებული პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს, დაათვალიერებინეს სამმართველოს ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს პირადმა შემადგენლობამ აშშ-ის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის მოდელირებული, საჩვენებელი წვრთნა ჩაატარა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი მრავალი წელია აქტიურად თანაშრომლობს აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამასთან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს სხვადასხვა სფეროში ტრენინგები პერიოდულად უტარდებათ. შეხვედრის დასასრულს დეპარტამენტის დირექტორმა მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა, „INL“-ის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)