|
2020-02-24 10:43:58, 945 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მუღანლოს სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციის პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მინისტრის მოადგილეს ნინო თანდილაშვილს შეხვდნენ. მინისტრის მოადგილე მოსწავლეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. “ძალიან მიხარია, რომ დღეს მოხვედით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში და დაინტერესებული ხართ ჩვენი სამინისტროს საქმიანობით და გარემოსდავითი საკითხებით. სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია გარემოს დაცვაა. დამეთამხმებით, რომ ჩვენს ქვეყანას ლამაზი ბუნება აქვს, რომელსაც სჭირდება მოფრთხილება. სკოლის მოსწავლეებისთვის გვაქვს არაერთი კონკურსი და პრორქტი. წელს გამოვაცხადეთ მიღება ეკოლიდერთა სკოლაში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა, გაიგოთ მეტი გარემოს დაცვის შესახებ და შეხვდეთ დარგის სპეციალისტებს. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია შესაბამისი სპეციალისტების ყოლა, ეს სფრო დღითიდღე პოპულარული ხდება ახალგაზრდებში და იმედი გვაქვს უფრო მეტი ისწავლის ამ მიმართულებით. ჩვენი სამინისტროს კარები არის ღია ყველა მოსწავლისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებით”, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა. მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ჩაუტარდათ ლექცია თემაზე “მდგრადი განვითარება”, რაც მიზნად ისახავდა მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით და აგრარულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეემა დაათვალიერეს გარემოს ეროვნულის სააგენტოს ლაბორატორია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ წყლის, ნიადაგისა, ჰაერის სინჯების ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების დამუშავების პროცესი ენახათ. გარდაბნის სკოლის მოსწავლეები ასევე იმყოფებოდნენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს ღვინის მუზეუმი, უძველესი მარანი და ენოთეკა, სადაც სხვადასხვა სახეობის 25 000 ბოთლი ღვინო ინახება, მათ შორის უნიკალური ქართული ჯიშის ღვინოები.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)