02:39 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-22 13:07:20, 2656 ნახვა

საზოგადოება
წილკანში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა

დღეს წილკანში არჩილ ტატუნასვილის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

წილკანში სკვერის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ესწრებოდა, სადაც მან განაცხადა, რომ „ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, გმირობის უდიდესი მაგალითია“.

ცნობისთვის, დღეს არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალში 2018 წლის 23 თებერვალს 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი წამებით მოკლეს. ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

მაშინ ოსური მხარე იუწყებოდა, რომ დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

გარდაცვლილის ოჯახს ცხედარი 2018 წლის 20 მარტს გადასცეს. ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics