|
2020-02-22 10:19:59, 1752 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა
ჩინეთიდან სამშობლოში საქართველოს 34 მოქალაქე დაბრუნდა. ამის შესაებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, თითოეულ მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია. „მოქალაქეების დაბრუნდნენ სპეციალური თვითმფრინავით, რომელიც საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. შემოსვლისას თითოეულ მათგანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგის კონსულტაცია, ადგილზე იმყოფებოდნენ კლინიცისტი ექიმებიც. თითოეულმა მათგანმა შეავსო გარკვეული კითხვარი, თუ სად იმყოფებოდნენ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში, ჰქონდათ თუ არა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანებთან“, - განაცხადა გამყრელიძემ. როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იქნებიან. „საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გამოიყო შესაბამისი ფართი, სადაც მათ სპეციალისტები ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლებელია ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება“, - განაცხადა გამყრელიძემ. იგი აღნიშნავს, რომ თუ მოქალაქეებიდან რომელიმეს ამ ორი კვირის განმავლობაში რესპირაციული სიმპტომები დაეწყება, მაშინ მას ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ. „არც ერთს მათგან არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსულ ინფექციას ახასიათებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩაითვალა საჭიროდ, რომ მათ ორი კვირა უნდა გაატარონ კარანტინში შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში რომელიმე მათგანს დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, მაშინ მათ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადავიყვანთ”, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)