01:34 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 14:10:01, 1144 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობამ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ლიბანის N25 კორპუსის ორ სადარბაზოში ლიფტის რეაბილიტაცია დაიწყო.

ლიფტების მოდერნიზაციის სამუშაოები ცქიტიშვილის N33, მეშვიდე მიკრორაიონის N4 ა და მეორე მიკრორაიონის N37 და  N31   კორპუსებშიც მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, სრულად რეაბილიტირდება ლიფტი და შეიცვალება, როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლფი.

სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად  გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს. ის ამხანაგობები, სადაც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება, შეგროვებული თანხით სადარბაზოს კეთილმოწყობას და საერთო ქონებისთვის სხვადასხვა სამუშაოებს გეგმავენ.

მიმდინარე წელს გლდანის რაიონში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროექტები  განხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics