11:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-19 17:50:34, 1690 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი: პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან" მოლაპარაკების გზით დასრულდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „სითი პარკთან“ მოქალაქეების დაგროვილი ჯარიმებისა და საურავების ამნისტიას პოზიტიურად აფასებს.

მისი თქმით, კახა კალაძის ინიციატივას „სითი პარკთან" დაკავშირებით პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

„პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ თბილისის მერიის დავა „სითი პარკთან" მოლაპარაკების გზით დასრულდა. ჩვენ, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ოპონენტების უსამართლო კრიტიკა თბილისის მერიისა და „სითი პარკს" შორის სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით. მათთვის აშკარად მძიმე მოსასმენი იქნებოდა თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა და კახა კალაძის ინიციატივა „სითი პარკთან" მოქალაქეების დაგროვილი ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის შესახებ, რომელსაც პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება. ეს გადაწყვეტილება მოტივირებულია ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ამ კომპანიის მიერ გამოწერილი ჯარიმები, ხშირ შემთხვევაში, იყო უსამართლო და ლახავდა ადამიანის უფლებებს. მე მახსოვს, ისეთი შემთხვევაც, როცა შშმ პირი დააჯარიმეს შშმ პირთათვის განკუთვნილ ადგილზე პარკირებისთვის, როდესაც მის ავტომობილს სპეციალური საცნობი ნიშანი ქონდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ მორიგების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან შეისყიდა ყველა ის მატერიალური აქტივი, რაც საჭიროა პარკირების სისტემის მართვისთვის", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics