|
2020-02-19 15:23:13, 1425 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სტრასბურგში ევროსაბჭოს ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის ხელმძღვანელს, ჯეროენ შოკენბროკს შეხვდა. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ამავე დეპარტამენტის ბავშვთა უფლებების განყოფილების წარმომადგენლებისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესისა და გამოძიების გაუმჯობესებული ხარისხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა. შეხვედრაზე ნინო ცაციაშვილმა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გაუმჯობესებულ სტატისტიკაზე ისაუბრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს წარუდგინა ახალი გეგმები სამინისტროში არასრულწლოვანთა სპეციალიზებული დანაყოფის შექმნის შესახებ, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნება არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე. შეხვედრის ფარგლებში, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა არსებული პროგრესი დადებითად შეაფასეს და ახალი დანაყოფის დაარსების მხარდაჭერასთან დაკავშირებით ინტერესი გამოთქვეს. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ნათია მეზვრიშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გენდერისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)