|
2020-02-19 12:11:38, 1051 ნახვა
საზოგადოება
DRI 17 და 18 თებერვალს გამართულ აქციებს აფასებს და დარღვევებზე საუბრობს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები 18 თებერვალს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ორგანიზებულ საპროტესტო აქცის დროს სამართალდამცავების მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება არ იყო აუცილებელი და პროპორციული. მათივე თქმით, აქციაზე შეკრებილ ადამიანებს უკანონოდ შეეზღუდათ საჯარო სივრცეში შეკრებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, სამართალდამცავების მიერ მიღებული ზომები არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნის პროპორციული ღონისძიებად, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, შეკრების ხასიათი, მასში მონაწილე პირთა რაოდენობა და მათ მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეიცავდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის რეალურ და კონკრეტულ საშიშროებას. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება - საზოგადოებრივ სივრცეში შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება არ იყო აუცილებელი და პროპორციული, ვინაიდან პოლიციის მიერ სავარაუდოდ ნაგულისხმევი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც შეიძლებოდა“, - განაცხადეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ შეაფასა გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქცია, და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს, მათზე დაშვებული საშვების მიუხედავად, არ მიეცათ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი ორგანოების საჯაროობის პრინციპს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)