|
2020-02-19 11:46:17, 949 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერია „სითი პარკის“ მიერ მოქალაქეებისთვის დაკისრებული 850 ათასი ლარის ღირებულების ჯარიმების ჩამოწერას გეგმავს. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს აღნიშნულ საკითხე საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება დაავალა. ამავე სხდომაზე, კალაძემ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი, მოქალაქეების უფლებების შელახვა იყო. „კომპანია „სითი პარკთან“ არსებული ხელშეკრულება 2007 წელს დაიდო და ჩვენ, 2018 წლის 10 აპრილს გავწყვიტეთ ეს ხელშეკრულება ცალმხრივად და კომპანიამ დაიწყო სასამართლოში დავა და ემზადებოდა არბიტრაჟში წასასვლელად, თუმცა მოვახერხეთ, მოვილაპარაკეთ, დღეის მდგომარეობით არც სასასმართლოში მიმდინარეობს დავა და არც არბიტრაჟში წასასვლელად ემზადება ეს კომპანია. მოხდა მორიგება, მორიგების შედეგად ჩვენ წამოვიღეთ ევაკუატორები, სამკერდე კამერები, ტერმინალები და სხვა საჭირო ინფრასტუქტურა. ასევე, შევისყიდეთ, რაც ძალიან მნშვნელოვანია ათასობით ჯარიმის მოთხოვნის უფლება. თავის დროზე, კომპანია „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები ლახავდა მოქალაქეების უფლებებს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის. გვახსოვს, რამდენად დიდი უკმაყოფილება იყო ამ კომპანიის მიმართ. დღეს ამ საქმიანობას აგრძელებს ჩვენი სატრანსპორტო კომპანია, „თბილისი პარკინგი“ და შედარებისთვის, დაახლოებით წლის განმავლობაში მილიონ ორასი ათასი ჯარიმა იწერებოდა „სითი პარკის“ მიერ, ჩვენს მიერ, რაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია ოპერირებს, დაახლოებით ხუთასი ათასი ჯარიმა იწერება და ქალაქში არის წესრიგი და არ არსებობს უკმაყოფილო ადამიანები ამ ჯარიმებიდან თანხების მოთხოვნის უფლება დღეს თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მინდა გავაჟღერო ჩვენი გადაწყვეტილება, პარალელურად დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ მოამზადოს საკანომდებლო ინიციატივა და მოვახდინოთ აღნიშნული ჯარიმების ამნისტია. მოქალაქეებს ჩამოეწერებათ ეს ჯარიმები, დაახლოებით 850 ათასი ლარის ღირებულების არის, აქ იგულისხმება, საჯარიმო სანქციებით, რომელიც აღსრულების ბიუროსთვის არის გადაცემული. აქედან გამომდინარე, უფრო მნიშვნელოვანია ამ ინიციტივის წარგენა პარლამენტისთვის და მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტი დაგვიჭერს მხარს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დადებითად“, - განაცხადა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)