|
2015-07-31 14:26:24, 520 ნახვა
საზოგადოება
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა სამცხე - ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან ნათია კობახიძესთან და მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას დაესწრო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა. „ჯავახეთის დაცული ტერიტორიები 2011 წელს შეიქმნა. მასში შედის ჯავახეთის ეროვნული პარკი, კარწახის ჭაობის, სულდის ჭაობის, ხანჩალის ტბის, ბუღდაშენის ტბისა და მადათაფის ტბის აღკვეთილები. ჯავახეთის პლატოს ტბები განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა. ტერიტორია მდიდარია პანორამული ხედებით. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს“, - ახადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის პრეზენტაციას სამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ესწრებოდნენ. აღსანიშნავია რომ ჯავახეთის რეგიონის 7 სოფელში - სულდა, ბოზალი, დადეში, კარწახი, პატარა ხანჩალი, ჟდანოვი, ეფრემოვკა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მხარდაჭერით, სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა, რის შედეგადაც გაუმჯობესდა ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)