|
2020-02-18 15:40:41, 2003 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში
„ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის ლიდერობით, პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეძლო. „ბიძინა ივანიშვილი სრულიად ლეგიტიმურად, როგორც 2012 წელს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციის ლიდერი, შემდგომ პრემიერ-მინისტრი და ახლა მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, სრულიად ლეგიტიმურად მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესში. მისი ლიდერობით პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)