|
2020-02-18 14:39:14, 1454 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა იწყება
დედაქალაქში, კერძოდ, ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ჩაუყარა საფუძველი. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მულტიფუნქციური ცენტრით ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს. მისივე თქმით, ანალოგიური კომპლექსების მშებელობა დედაქალაქის სხვა რაიონებშიც იგეგმება. „ჩვენ გვაქვს მიდგომა, რომ ყველა რაიონში ანალოგიური მულტიფუნქციური კომპლექსები გაჩნდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს სპორტულ ცხოვრებაში. ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და ზუსტად ასეთი პროექტების საშუალებით, ადამიანებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სპორტით და იცხოვრონ ჯანსაღად. დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება პროექტის განხორციელება. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ზაფხულში იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 000 კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება. მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; სპორტული ორთაბრძოლების დარბაზი, სადაც განვითარდება ძიუდოს, ჭიდაობის და კარატეს სექციები, ასევე, მოეწყობა კრივის რინგი; ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; სპორტული ინვენტარის მაღაზია; მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა; საკონფერენციო დარბაზი; სახელოვნებო სკოლა; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი. მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროგრამა მიზნად ისახავს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას. ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)