15:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-18 14:06:38, 1688 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი პერტაია - სავაჭრო სამრეწველო პალატა გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა სამშენებლო სექტორი სწრაფად განვითარდეს

სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა, სამშენებლო სექტორში დავების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და მის გადაჭრის გზებზე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს. ღონისძიება სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ გახსნა.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

,,სამშენებლო სფერო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. გამომდინარე აქედან, ამ სფეროში წარმოშობილ დავებს გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებთ, როგორც შინაარსის, წამოჭრილი პრობლემატიკისა და გამოწვევების, ასევე მისი გადაჭრის კუთხით. საკითხთა აქტუალურობაზე მეტყველებს დიდი დაინტერესება და სამშენებლო სფეროს წარმომადგენელთა აქტიურობა . ჩვენთვის მნიშვნელოვანი გავიგოთ, თუ რა პრობლემებია დღეს ამ სფეროში. სწორედ, ასეთი ფორმატის შეხვედრები იძლევა შესაძლებლობას გამოიკვეთოს აქტუალური საკითხები და მოიძებნოს ერთობლივი გზები მის გადასაჭრელად. სავაჭრო სამრეწველო პალატა გამოიყენებს ყველა თავის შესაძლებლობას, რათა ქვეყანაში სამშენებლო სექტორი სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.

 შეხვედრისას განიხილეს დავების სპეციფიკა სამშენებლო სფეროში, მისი პრევენცია და მიდგომები. ასევე, ყურადღება გამახვილდა დავების გადაწყვეტის მექანიზმებზე.

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები  გაეცნენ საკითხებს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის პრაქტიკიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics