|
2020-02-17 12:52:44, 1415 ნახვა
საზოგადოება
ინვესტორი თბილისის მერიას, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, რესტორნის აღდგენას სთავაზობს
ინვესტორი თბილისის მერიას, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ნაცვლად, 1958 წელს აშენებული რესტორან „ბუდაპეშტის“, ისტორიული ფასადის შესაბამისად, აღდგენას სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენლის, გოგა ზაქაიძის განცხადებით, ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ვაკის პარკის ტერიტორიის აღდგენისა და რეაბილიტაცის საქმეში. „მრავალწლიანი სასამართლო პროცესების მიუხედავად, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობასთან დაკავშირებით, მაინც გვინდა მივმართოთ ქალაქ თბილისის მერიას კომპრომისული ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მერიის პრეზენტაცია ვაკის პარკის ისტორიული კასკადის რეაბილიტაცია-აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ამ პროცესიდან გამომდინარე, ვთავაზობთ აღვადგინოთ ისტორიული შენობა, რომელიც 1958 წლიდან იდგა ამ ტერიტორიაზე, ზუსტად იგივე სიმაღლის და ზუსტად იგივე ფასადით. ეს რესტორანი 70 წლის განმავლობაში იყო თბილისელების შეკრების ადგილი და არავის არ აწუხებდა, პირიქით, იყო კოლორიტული ადგილი, სადაც თბილისელები იკრიბებოდნენ. ჩვენ ამ ინიციატივით გვინდა განვაცხადოთ თანხმობა და დავუბრუნდეთ ქალაქ თბილისის მერის შემოთავაზებას და ინიციატივას, რომ აღდგენილიყო ისტორიული შენობა ნაგებობა, რესტორანი „ბუდაპეშტის“ სახით. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქალაქ თბილისის მერიას შეთანხმება რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩვენ ვართ მზად, მივიღოთ მონაწილეობა ვაკის პარკის ტერიტორიის აღდგენასა და რეაბილიტაციაში“, – განაცხადა გოგა ზაქაიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)