|
2020-02-14 17:54:11, 1387 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით უნიკალური ბიზნეს სივრცე შექმნა
14 თებერვალი, 2020 - საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკმა ბიზნესისთვის უნიკალური სივრცე - 4B შექმნა. ეს არის ადგილი, სადაც ბანკის კლიენტ ბიზნესებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას, დაგეგმონ სამუშაო შეხვედრა, გაეცნონ მათთვის საინტერესო ადამიანებს, მიიღონ მათთვის საჭირო რჩევები და სასარგებლო ინფორმაცია. საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებს ახალ ბიზნეს სივრცეში პერსონალური ბანკირი მოემსახურება. ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით და გაეცნონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილ სპეციალურ შეთავაზებებს. საგანმანათლებლო მიზნით, 4B-ის სტატუსის მქონე კლიენტებს ახალ სივრცეში უახლესი ბიზნესგამოცემებისა და ბიზნესლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა ექნებათ. 4B ეს არის შესაძლებლობა ბიზნესებისთვის დაამყარონ ახალი კავშირები, იპოვონ ახალი მომხმარებლები, მომწოდებლები ან, თუნდაც, ახალი ბაზრები. „საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერია. ჩვენ მნიშვნელოვან ადგილს ვიკავებთ მომხმარებლების ცხოვრებაში და აქტიურად ვმონაწილეობთ მათი ბიზნესის განვითარების ყოველდღიურ პროცესში. 4B-ს მეშვეობით კარს ვხსნით და ერთ სივრცეში სამუშაოდ ვიწვევთ ბანკს, მსხვილ მომხმარებლებსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რათა ერთად ვიზრუნოთ თითოეული ბიზნესის ზრდასა და წახალისებაზე. 4B-ში, ერთი მხრივ, თავი მოვუყარეთ ჩვენს ყველაზე გამოცდილ ბანკირებს, მეორე მხრივ კი, შევქმენით ბიზნესსივრცე, სადაც მოვაწყობთ ღონისძიებებს, გვექნება სამუშაო შეხვედრები, სადაც მომხმარებლები გაიცნობენ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ბიზნესამოცანებს წარმატებით ასრულებენ. შესაძლებლობები უსაზღვროა და 4B სწორედ ამ უსაზღვრო შესაძლებლობებს ერთ სივრცეში მოუყრის თავს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)