12:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-14 12:22:50, 1066 ნახვა

კომენტარი
ოხანაშვილი - ლობისტურ ჯგუფებთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული, არამედ სახელმწიფოს ინტერესებისთვის

„ჩვენ ლობისტურ ჯგუფებს ვქირაობთ და მათთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ლობისტურ ჯგუფებთან მმართველი გუნდის თანამშრომლობის საკითხს.

მისი თქმით, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა, სახელმწიფოს იმიჯის ნაცვლად პარტიულ ინტერესებზე ზრუნავდნენ.

„ლობისტური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივი დემოკრატიის შემადგენელი კომპონენტია. შესაბამისად, ეს მხოლოდ მისასალმებელია. მაშინ როდესაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და საუბარი იმაზე, რომ მათ მაქსიმალურად ობიექტური, ზუსტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ გვეყოლება ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებიან კონკრეტული ინფორმაციების ზუსტად და ობიექტურად მიწოდებაში. მთავარია რომ ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ დღესაც, მათი ხელისუფლების პირობებში ეს ლობისტური ჯგუფები სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ ლობისტურ ჯგუფებს ვქირაობთ და მათთან ვთანამშრომლობთ არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ პირველ რიგში სახელმწიფოს ინტერესებისთვის და სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს და არა პარტიულ ინტერესებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის,  „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „დი სი აი გრუპთან“ კონტრაქტი გააფორმა. ლობისტური კომპანია „ქართულ ოცნებას“ ლობირებას გაუწევს, როგორც სანდო პარტნიორს დემოკრატიის საკითხში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics