12:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 10:35:43, 1601 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე კონგრესმენების კრიტიკაზე - ამერიკული ინვესტიციები საქართველოში დაცულია

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენების კრიტიკას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ჩვენს ქვეყანას აშშ-ში აქვს დიდი მხარდაჭერა და ბევრი მიმართულებით საქართველოს  მიმართ ინტერესი, ოპტიმიზმი და ნდობა - მაღალია.

„რაც შეეხება კონგრესმენების მიერ დასმულ კითხვებს, რაც ასევე მათ წერილებში იყო ასახული, გვქონდა დეტალური საუბარი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის და ინსტიტუტების გაძლიერებას, ასევე, ამერიკული ინვესტიციები საქართველოში არის დაცული. ამას ადასტურებს ბოლო მნიშვნელოვანი საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის ამერიკული  კორპორაცია „Trammo"-ს მსხვილი ინვესტიცია ბათუმის პორტში. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რა მოდელიც არ უნდა იყოს შერჩეული, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფლად და გამჭვირვალედ", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს კონგრესმენმა, ენდი ვებერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი გახარიას მორიგი კრიტიკული წერილი მისწერა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში აშშ-ს ინვესტიციები შემცირებულია და სახელმწიფო ინსტიტუტებზე კონტროლი დაუსაბუთებლად ხორციელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics