12:53 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 10:16:22, 1577 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე - ადამიანურად ვწუხვარ უგულავას დაკავების გამო, მაგრამ ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა

"ადამიანურად ვწუხვარ, რომ ის პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ეს არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდება პოლიტიკურადაა მოტივირებული და აღნიშნა, რომ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სასამართლო არჩევნებს არ ელოდება.

„"ადამიანურად ვწუხვარ, რომ ის პატიმრობაში აღმოჩნდა, თუმცა ეს არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელზეც ვხედავთ, რომ ოპონენტები მხოლოდ დროს იწუნებენ და არ დავობენ ჩადენილ დანაშაულზე, რაზეც სასამართლომ ბრალეულობა დაადგინა. კითხვები რომ მოიხსნას და დეზინფორმაცია ავიცილოთ - ევროპარლამენტს ვთავაზობთ ამ საქმეზე შექმნას ფაქტების შემსწავლელი მისია და თავად შეაფასოს, რამდენად ობიექტურად და მიუკერძოებლად შეაფასა მტკიცებულებები სასამართლომ და გამოიტანა გადაწყვეტილება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
გალელ მასწავლებელს აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics