14:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 13:41:53, 1249 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე სტრატეგიულ პარტნიორებს - სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არაა

„ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორს ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არ არის“, - ასე გამოეხმაურა სტრატეგიული პარტნიორების მორიგ კრიტიკას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

მანვე აღნიშნა, რომ არასწორი იფორმაციის მიწოდების გამო წინა შემთხვევებშიც გაკეთდა მსგავსი შინაარსის განცხადებები.

„ნებისმიერ ჩვენს კოლეგას, სტრატეგიულ პარტნიორს ვეტყვი მთელი პასუხისმგებლობით, სასამართლოს პოლიტიკური იარაღი „ქართული ოცნების“ ხელში არ არის და საქართველოში ასე არასდროს არ იქნება. ჩვენ ვნახეთ წინა შემთხვევა, როდესაც არასწორი ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული განცხადებები გაკეთდა და შემდეგ რამდენიმე დღის წინანდელი განცხადებები ვნახეთ, რომლებიც აბსოლუტურად პოზიტიური იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი პრეცედენტი კიდევ დაფიქსირდა.თუ ვინმეს ამ საქმესთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია უნდა ჰქონდეს ვინმესთან, ესაა სასამართლო, ხოლო მის მიმართ პრეტენზიები განიხილება სტრასბურგში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კონგრესმენი ადამ კინზინგერი და სენატორი ჯეიმს რიში გამოეხმაურნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა პოლიტიკური მოტივით დევნის გზა აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics