14:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 13:27:44, 1247 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე უგულავას დაკავებაზე - არაერთი პირი ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებეს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი პირი გასამართლებულია და ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავას დაკავებას საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე.

 მანვე აღნიშნა, რომ გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში კანონდარღვევა არაფერია.

„არამც თუ პოლიტიკური დევნა მე გეტყვით რაში მდგომარეობს მთავარი ტყუილი იმ ადამიანების, ვინც ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ. ისინი აპელირებენ იმაზე, თითქოს ეს არის ორჯერ გასამართლება ერთსა და იმავე საქმეზე, რაც აბსოლუტურად ცრუ მესიჯია. ერთი მთავარი არგუმენტიდან გამომდინარე, პროკურატურა ყველა ეტაპზე 2013 წლიდან მოყოლებული ამბობდა, რომ ეს არის გაფლანგვა, რაშიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოები არ დაეთანხმნენ და პროკურატურის ეს პოზიცია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა. ამაში კანონდარღვევა არაფერია. ჩვენ შეგვიძლია ისინი ტყუილშიც ვამხილოთ. ისინი საუბრობენ პროცედურულ დარღვევაზე იქ, სადაც ეს არაა და არ საუბრობენ 48 მილიონის გაფლანგვაზე. ამ დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არაერთი პირი გასამართლებულია და ასჯერ და ორასჯერ ნაკლები თანხის გაფლანგვის გამო, უფრო მკაცრ სასჯელს იღებენ. მაგალითად ფოთის მერი, ბათუმის მერი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics