19:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-11 10:38:07, 816 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება

„დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დაზახვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა და გზების დახაზვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამუშაოების წარმოება დღეს არსებული ტემპერატურის პირობებში შეუძლებელია. 

საგზაო მონიშვნების დახაზვასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება ასევე, მერის მოადგილე მაია ბითაძემ გააკეთა.

მისი თქმით, გზების დახაზვის სამუშაოებს შესაბამისი სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს.  

„საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მას შემდეგ დაიწყება, რაც ახლადდაგებულ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  სამუშაოების დაწყების საშუალება გვექნება. აქვე მოსახლეობას მივაწოდებ ერთ სიახლეს - მერის  დავალებით შექმნილმა სამსახურმა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე,  სპეციალური ტექნიკით და დაკომპლექტებულია შესაბამისი სპეციალისტებით, შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არცერთი ქუჩა არ იქნება საგზაო მონიშვნების გარეშე, ხოლო ახალ ქუჩებზე გამოყენებული იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საგზაო მონიშვნების დახაზვის კომპონენტების ცდომილებას მინიმუმამდე დაიყვანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.  

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics