14:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-10 19:53:25, 1534 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი უგულავას დაკავებაზე - ბავშვები ვიცი, სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები

„ბავშვები ვიცი სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებას.

ვოლსკის თქმით, ის წუხს გიგი უგულავას დაკავებაზე, მაგრამ მისი დამოკიდბულება ვერაფერს შეცვლის.

„ამერიკის შეერთებულ შატებს არ აქვს თემა ისეთი, აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ასე. აქედან გამომდინარე, ან მე, ან ამერიკის შეერტებული შტატების წარმომადგენლებმა რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ. პოლიტიკური ფიგურაა, თუ არ არის პოლიტიკური ფიგურა, მნიშვნელობა არ აქვს. მე ბავშვები ვიცი სამი-ოთხი კილოგრამი ჯართის მოპარვისთვის ხუთი და ექვსი წელი ახეხინეს ციხეები. მე ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაჭერა, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ვერ გადაწყვეტს რამეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, დღეს „ევროპული საქართველოს" ლიდერს, გიგი უგულავას ე.წ „ფონდის" საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ 3 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics