22:14 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 15:42:36, 629 ნახვა

ეკონომიკა
წინასწარი შეფასებით, 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წლის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,1 პროცენტი, 2015 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,1 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა

„ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, ივნისი 2015 წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,1 პროცენტი, 2015 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,1 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა. 2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“,-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics