|
2015-07-30 13:31:15, 607 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ბათუმსა და თელავში, ტრეფიკინგის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. ღონისძიებების ფარგლებში, ტრეფიკინგის ფონდის წარმომადგენლები ქუჩის აქციას მართავენ და საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ ტრეფიკინგის ფონდის პრესმდივანმა ქეთი ბეროშვილმა განუცხადა, ფონდის მიზანია, მოსახლეობა სრულად იყოს ინფორმირებული, რადგან მისივე თქმით, ინფორმირებულობა პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. „სახელმწიფო ტრეფიკინგის ფონდი დღეს მსოფლიო ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენ ამ დღეს საინფორმაციო კამპანიით ვუერთდებით. დღეს ერთდროულად თბილისთან ერთად, მსგავსი ტიპის კამპანია ბათუმსა და თელავში დაიწყო. ტრეფიკინგის ფონდის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქალაქებში საინფორმაციო ფლაერების დარიგება დაიწყეს, რომელიც სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურაში განთავსდება. იუსტიციის ადგილობრივ სახლში, ტურისტულ ცენტრებში, სარფის საინფორმაციო გამშვებ ზოლში და დიასპორის სათვისტომოებში. ჩვენი მიზანია მოსახლეობა იყოს სრულად ინფორმირებული, რადგან ინფორმირებულობა პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“,-აღნიშნა ბეროშვილმა. ამასთან, ქეთი ბეროშვილმა მოსახლეობას მოუწოდა პრევენციის მიზნით ტრეფიკინგის ფონდის ცხელ ხაზზე დარეკონ. „პრევენციის მიზნით სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა მოგვმართავს. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვენს ცხელ ხაზზე დარეკონ 2-100-229. დასვან მათთვის სასურველი კითხვები და გაეცნონ პრევენციის ნორმებს“,-განაცხადა ბეროშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)