16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-06 15:16:39, 1183 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი შესაძლო სანქციებზე - ოპოზიცია აჟღერებს, რომ მგელი მოდის, მაგრამ ეს ასე არ არის

„სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია აჟრერებს, რომ მგელი, მგელი მოდის, არანირი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამერიკელი კონგრესმენის, პიტ ოლსონის განცხადებებს საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით.

წულუკიანის განმარტებით, ოთხი კონგრესმენის მიერ დასპონსორებული საკანონმდებლო აქტის პროექტის გამო, აშშ ქართველი ხალხის ინტერესებეს არ დააზიანებს.

„შეუძლებელია ორი, ან ოთხი კონგრემენის მიერ დასპონსორებული საკანონმდელო აქტის პროექტის გამო, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესს დააზიანებს. სპეკულაცია, რომელსაც ოპოზიცია აჟღერებს, რომ მგელი, მგელი მოდის, არანირი მგელი არ მოდის. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ამერიკის კონგრესისა და სენატის წევრებმა „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, მკაცრად  გააკრიტიკეს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილებში ისინი აცხადებდნენ, რომ „ქვეყანამ დემოკრატიული გამნივითარების გზიდან გადაუხვია“. ზოგიერთ წერილში სანქციების შესაძლო დაწესებაზეც იყოს საუბარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics