16:50 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-05 17:57:52, 1117 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 19 ოჯახს გადასცა

ლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა გრძელდება. დღეს თბილისის მერმა ისნისა და ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 19 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

კახა კალაძის თქმით, 2 წლის განმავლობაში 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი.

„19 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადავეცით საცხოვრებელი ფართები. ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს დაწყებული. ეს არის საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემა იყო და აწუხებდა მოსახლეობას. ეს ეხება კონკრეტულად იმ ოჯახებსა და ადამიანებს, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ფართებში და დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. მათ თაობები გაზარდეს ამ სახლებში. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. პროცესი დაწყებულია. პროგრამით უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, 800-ზე მეტი ოჯახი დაკმაყოფილდა. თუმცა, ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მუშაობას. ყველა იმ ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართონ რაიონების გამგეობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

აღნიშნული 19 ოჯახიდან 12 ოჯახი ისნის რაიონში, შალვა მშველიძის ქუჩის N16-ში ცხოვრობს. ისინი „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლები არიან და აღნიშნულ მისამართზე 1992 წლიდან ცხოვრობენ. მათ უმეტესობას მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს და მეტროს მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღვით.

15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ ნაძალადევის რაიონში, ვასილ თამარაშვილის ქუჩა N38-ში მცხოვრებ 7 ოჯახსაც.

შეხვედრაზე ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics