|
2020-02-04 11:32:49, 1224 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს
ჩინეთიდან კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე ჩამოვიდა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია, მამაკაცი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მას კორონავირუსზე ტესტს ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარებენ. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ჯამში ინფექციურ საავადმყოფოში 4 პაციენტი იმყოფება, რომელბიც ამჟამად დაკვირვების ქვეშ არიან. „ბოლო პაციენტი შემოყვანილ იქნა დღეს, რომელიც იმყოფებოდა ჩინეთში, მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში. ჩამოსვლისას მას აღენიშნებოდა ტემპერატურის მომატება. სულ ამჟამად ჩვენთან 4 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. მათგან ერთია ნამყოფი მხოლოდ უჰანში. ამ ოთხიდან ორის ზემო სასუნთქი გზებიდან აღებული მასალა გაგზავნილია ჰოლანდიაში, როტერდამში ახალ კორონავირუსზე გამოსაკვლევად, პასუხებს ველოდებით. ჩვენს საავადმყოფოში დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ლუგარის ლაბორატორიას ექნება უკვე სისტემები და ადგილზე შეგვეძლება კორონავირუსის დიაგნოზის დასმა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)