|
2020-02-03 17:35:23, 2201 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა გაიმართა
საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განიხილეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თავმჯდომარეობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. "მიგვაჩნია, რომ ინვესტორთა საბჭო მნიშვნელოვანი პლატფორმაა მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ თანამშრომლობა კერძო სექტორთან ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის ფარგლებში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბჭოს სხდომაზე. რიგით მე-11 სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს ახალი მდივანი გიორგი ჩერქეზიშვილი წარადგინა, ასევე საბჭოს ახალი წევრები - გერმანიის ბიზნესასოციაცია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია. სხდომაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. მისი თქმით, ინვესტორთა საბჭო უნიკალური პლატფორმაა, სადაც მთავრობა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ ყველა აქტუალურ საკითხზე. კერძო სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის ახალ პროექტზე, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენს განსახილველად. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების გატარებას, მათ შორის კანონპროექტს საინვესტიციო ფონდების შესახებ, რომელიც ასევე უახლოეს მომავალში, მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მიმართულებით სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, რაზეც, საბჭოს ერთიანი პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ კერძო სექტორთან კონსულტაციებისა და დეტალური განხილვის შემდგომ იქნება მიღებული. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვა ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)