|
2020-02-03 13:48:03, 1146 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, სამ მიწისქვეშა გადასასვლელში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტები დამონტაჟდა
თბილისის მერიას თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსგან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ქალაქში თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობის მიზნით, სპეციალური ლიფტები გადაეცა. შშმ პირებისთვის განკუთვნილი 6 ლიფტი დედაქალაქის ცენტრში - ფილარმონიის, მეცნიერებათა აკადემიისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში დამონტაჟდა. ახლადდამონტაჟებული ლიფტები დედაქალაქის მერმა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიან ელჩთან ფათმა ჯერენ იაზგანთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ მოუწოდა საზოგადოებას, გაუფრთხილდნენ შშმ პირებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას. „ძალიან მნიშვნელოვანია შშმ პირებისთვის დედაქალაქის ადაპტირება. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები და ალბათ უახლოეს მომავალში გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რათა ასეთი პროექტები სხვა ადგილებზეც განხორციელდეს. მთავარია, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც ეტლით გადაადგილდებიან, არ იყოს არანაირი დაბრკოლება. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ძალიან დიდ თანხებს უკავშირდება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ეს შესაძლებლობა დედაქალაქში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზიანოთ ისინი და მოვუაროთ. ძალიან ბევრია ვანდალიზმის ფაქტი. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ვანდალიზმს, იმისათვის, რომ რაც კეთდება ქალაქში მაქსიმალურად მოვლილი და შენარჩუნებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძე. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნეჯლა დემირდაღი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე და სხვები.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)