|
2015-07-29 17:01:47, 826 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სკოლებში სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია და ინტერიერის რემონტი მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ რეგიონის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმის სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2015 წლის „მშენებლობა რეაბილიტაციის მიზნობრივი პროგრამის“ ფარგლებში ბათუმის #26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. „შენობაში მიმდინარეობს პირველი სართულის რეკონსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სწავლების პირობების გაუმჯობესების მიზნით. შშმ პირებისთვის ეწყობა ლოგოპედის, მედდის, ფსიქოთერაპევტის და კოორდინატორების ოთახები. შენობის პირველ სართულზე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა ორი სველი წერტილი. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს ასევე სკოლის პირველი სართულის შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს და ფასადის მოწესრიგებას“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურში. მათივე ცნობით, 150 096 ლარის ღირებულების სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს “ბაჩი“ 2015 წლის მაისში დაიწყო და ოქტომბრის შუა რიცხვებში დაასრულებს. დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის N20 და N27 საჯარო სკოლების ფასადებისა და სპორტული დარბაზების რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. პროექტის მიხედვით სკოლების ფასადი შეიფუთება ფერადი თუნუქის ფურცლებით. ასევე შეიცვლება სპორტული დარბაზის იატაკი, სახურავი და შეკეთდება საკანალიზაციო გაყვანილობა. ორივე ობიექტის სარეაბილიტაციოდ ბიუჯეტიდან 343 412 ლარი გამოიყო. სამუშაოები 15 ოქტომბრამდე დასრულდება. 2015 წელს სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში სპორტული დარბაზების კეთილმოწობა 7 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)