14:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 15:48:45, 2318 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები კარანტინის პერიოდს თურქეთში გაივლიან

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან ევაკუასიის შესახებ თანხმობას გამოთქვამენ, ისინი გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან კარანტინის პერიოდს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთიდან ევაკუაციის სურვილი საქართველოს 4-მა მოქალაქემ გამოთქვა.

„სულ ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკიდან, რომ აფრინდა თურქეთის თვითმფრინავი ჩინეთის მიმართულებით. ამ ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებიან და მათ გამოთქვეს თანხმობა ევაკუაციის შესახებ, ისინი გადმოფრინდებიან თურქეთის რესპუბლიკაში და გაივლიან თურქეთის რესპუბლიკაში იმ კარანტინის პერიოდს, რომელიც ამ დაავადებების კუთხით არის დადგენილი. თურქეთის რესპუბლიკა თავიანთ კარანტინს მართავს მათი პროტოკოლის მიხედვით და ეს არ არის მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის პროტოკოლი. ამაში აქტიურად არის ჩართული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ყველა ქვეყანას გაგვაჩნია ვალდებულება, გამოვიყენოთ ის პროტოკოლი, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვაწვდის.

ამ დროისთვის თანხმობა განაცხადა 4-მა მოქალაქემ, თუმცა დაგვიკავშირდა რამდენიმე ტურისტი, რომელიც ტურისტულად იმყოფებოდა იქ და ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას, რომ ამ ტურისტების გადმოყვანაც მოხდეს“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics