19:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-31 13:33:36, 1922 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე - მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელთა დახმარებთაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთს დატოვებენ

„მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმ ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ამ დროისთვის ქვეყანასი დაფიქსირებული კორონავირუსი არ გახლავთ. იმისათვის, რომ შემდეგი დღეებიც გავიაროთ ისეთივე წარმატებით, როგორი წარმატებითაც გავიარეთ წინა ერთი კვირა, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვან სტრუქტურას წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელიც წარმოუდგენლად კარგად ფუნქციონირებს. ისინი დღის განმავლობაში მედიას აწვდიან სრულ ინფორმაციას და არიან სრულიად გახსნილები როგორც ჟურნალისტებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის .საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისათვის, რომ ჩვენ მოვემზადოთ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაციისთვის ცხელი წერტილიდან. კონკრეტულად გადაწყვეტილების შესახებ მინისტრის მოადგილე გვესაუბრება. მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმ ქვეყნებთან, რომელთა დახმარებითაც ჩვენი მოქალაქეები დატოვებენ ჩინეთს. ასევე მნიშვნელოვანია საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის ჩართულობა, რომელიც უპრეცედენტოდ კარგად ასრულებს თავის საქმიანობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics